უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს რევაზ წიკლაური ემსხვერპლა

, 01 მაისი, 2016 - 13:26

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა. რევაზ წიკლაური დონეცკის მახლობლად, ქალაქ აბიევკაში, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა. შენობას, სადაც ის იმყოფებოდა, ჭურვი დაეცა.

ქართველი ჯარისკაცი თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურიდან იყო, ბოლო 13 წელი კი უკრაინაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. წიკლაური საკონტრაქტო ჯარში მსახურობდა და 90-ე სადესანტო მოიერიშე ბატალიონის წევრი იყო.

ახლობლების ინფორმაციით, რევაზ წიკლაურს უკრაინაში, ოთხშაბათს დაკრძალავენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57