გატაცებული თვითმფრინავი სპეცრაზმმა ალყაში მოაქცია

სამშაბათი, 29 მარტი, 2016 - 15:48

კომპანია EgyptAir-ის გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული, ასევე პოზიციებზე განთავსდა სნაიპერები.

ტელეკომპანია Skai-ის ინფორმაციით, ჟურნალისტები, რომლებიც 500 მეტრის სიახლოვეს იმყოფებოდნენ, კილომეტრის დაშორებით გადაიყვანეს და პირდაპირ ეთერში მოვლენების გაშუქება აუკრძალეს. 

მანამდე, აეროპორტის ტერიტორიაზე  პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, მოხდა ხალხის ევაკუაცია. 

სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ალექსანდრიიდან ქაიროში მიფრინავდა, გაიტაცეს. გამტაცებლის მოთხოვნით, ავიალაინერი კიპრში ლარნაკის აეროპორტში დაეშვა, მოგვიანებით, მგზავრები გაათავისუფლეს. ბოლო მონაცემებით, ბორტზე თვითმფრინავი სამი მგზავრი და გამტაცებელი სეიფ ად-დინ მუსტაფა იმყოფება. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.04
  • 3.39
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57