ირაკლი ღარიბაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საერთაშორისო დღეს ულოცავს

ხუთშაბათი, 03 დეკემბერი, 2015 - 15:34

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საერთაშორისო დღეს ულოცავს. პრემიერის თქმით, შშმ პირთა სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„დღეს მსოფლიო თანამეგობრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს ხალხი ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი თანაცხოვრება ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხია. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გააზრების შედეგია ის, რომ 2013 წელს საქართველომ მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის გაეროს კონვენციის რატიფიცირება და ამით აიღო მრავალმხრივი ვალდებულებები ფიზიკური გარემოს ადაპტაციის, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის განვითარების, ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის და სხვა სოციალური ბარიერების აღმოფხვრის მიმართულებით. ჩვენი მოქალაქეების სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ხედვა და მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა სახელმწიფო უწყებას, რათა მაქსიმალურად უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების დაკმაყოფილება და ხელი შეუწყონ მათ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში. მჯერა, რომ ასეთი პოლიტიკის შედეგად ჩვენ მინიმუმამდე შევამცირებთ იმ ბარიერებს, რომლებსაც ჯერ კიდევ აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით და სოციალური სოლიდარობით ჩვენ მივაღწევთ მიზანს და ეს ადამიანები შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების სრულფასოვან რეალიზაციას. მინდა მივულოცო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საერთაშორისო დღე და შევუერთდე საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, რომელიც მათი უფლებების დაცვას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, საქართველო ამ მიმართულებით ძალიან მალე ჩადგება მოწინავე ქვეყნების რიგებში,“–ნათქვამია მისალოც წერილში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6