ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბის წარმოადგენლები ცდილობდნენ სიტუაციის დაძაბვას - თამარ ხიდაშელი

შაბათი, 31 ოქტომბერი, 2015 - 14:15

თამარ ხიდაშელმა 12:00 საათისთვის საგარეჯოს საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებზე არსებული მდგომარეობა შეაჯამა.

"ჩვენი ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცედურა ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თუ არ ჩავთვლით გიორგიწმინდას მე-20 საარჩევნო უბანზე განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ქალბატონი ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბის წარმოადგენლები ცდილობდნენ სიტუაციის დაძაბვას. იმ მდგომარეობაზე, რაც გიორგიწმინდის საარჩევნო უბანზე შეიქმნა პასუხისმგებლობა ეკისება ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბს. ასევე იყო მცდელობა საარჩევნო პროცესში ჩარევის იორმუღანლოს ზონაში, ზემო თულარის 47-ე საარჩევნო უბანზე. ქალბატონი ირმა ინაშვილის ადგილობივი საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი მუბარიზ მამედოვი შეიჭრა საარჩევნო უბანში და იქ ყვიროდა და საარჩევნო კომისიას მუშაობაში ხელს უშლიდა. ეს ხდებოდა, დაახლოებით 09:40 საათზე, თუმცა, მითითების შემდეგ მან დატოვა საარჩევნო უბანი.

რაც შეეხება ძირითად სიტუაციას. ამომრჩევლის აქტივობა შედარებით დაბალია საარჩევნო უბნებზე. როგორც მოსალოდნელი იყო შუალედური არჩევნებისთვის, მაგრამ ეს საგანგაშო არ არის. დღის მეორე ნახევარში ველოდებით, რომ ამომრჩევლის რაოდენობა გაიზრდება", განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.4
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57