ქუთაისში უმეთვალყურეოდ დარჩენილი საქონელი სპეციალურმა სამსახურმა დააპატიმრა

სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2015 - 17:09

ააიპ "სპეციალური სერვისების" წარმომადგენლებმა ქუთაისში რამდენიმე რქოსანი პირუტყვი დააპატიმრეს და სპეციალურ საჯარომო სადგომზე გადაიყვანეს.

"მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოსახლეობამ არ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა მის კუთვნილებაში მყოფი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სათანადო მოვლა-პატრონობის შესახებ და შინაური ცხოველები კვლავ რჩებიან უმეთვალყურეოდ ქალაქის ცენტრალურ უბნებში. აქედან გამომდინარე ა(ა)იპ "სპეციალურმა სერვისებმა" ინტენსიურად დაიწყო პრევენციული ღონისძიებების განხორციელება .დღეს ქალაქის ცენტრში, მოხდა რამდენიმე სული პირუტყვის დაჭერა და გადაყვანა სპეციალურ საჯარიმო სადგომზე.

ა(ა)იპ 'სპეციალური სერვისები" კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, არ დატოვონ მათ კუთვნილი შინაური ცხოველები უმეთვალყურეოდ წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59