23 წლის ქართველი მხატვრის ნახატს სოთბის აუქციონზე გაიტანენ

ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2015 - 17:58

 23 წლის ქართველი მხატვრის ლევან სონღულაშვილის "მედუზა" სოთბის აუქციონზე გამოიფინება, რომელიც ნიუ-იორკში ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.

ლევან სონღულაშვილმა 2014 წელს თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა, რის შემდეგ ენდი უორჰოლის დაარსებული ნიუ-იორკის  აკადემიაში ჩააბარა.

ნიუ–იორკში სწავლისას სონღულაშვილმა რამდენიმე პრესტიჟული პრემია და სტიპენდია მიიღო, რომელთა შორისაა Portrait Scholarship Award 2015–ისა და ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის პრემიები.  

როგორც ლევან სონღულაშვილი აცხადებს, „მედუზა“ საქართველოში  ორი წლის წინ დახატა და სიმბოლურად სხეულისგან სულის გამოთავისუფლებას ასახავს.
 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.04
  • 3.39
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57