სამართლიანობა მათთვის ზეიმობს, ვინც ქართველ ხალხს ცხარე ცრემლით ატირებდა - ირმა ინაშვილი

პარასკევი, 18 სექტემბერი, 2015 - 13:14

პრობლემა იმაში კი არაა, რომ მოქალაქე უგულავა თავისუფალია... არამედ იმაში, რომ სამართლიანობა მათთვის ზეიმობს, ვინც ქართველ ხალხს ცხარე ცრემლით ატირებდა. სადაა პატივცემული პრეზიდენტი? რომელიც ,ძირითადად, ნაცისტების პრეზიდენტად იქცა და ვერ გახდა ქართველი ხალხის ინტერესების გამომხატველი პრეზიდენტი... სად მიუსწრო უგულავას ბედნიერებამ, დუშეთში, თუ ავლაბარში?! თავს როგორ გრძნობს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც გვარწმუნებდა,- ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის ამოცანააო... იმედია, არც ბატონი ალასანია უჩივის უგუნებობას... და სხვა დანარჩენების სიხარულშიც როგორ შევიტან ეჭვს... დემოკრატია ზეიმობს, თურმე... მარტივ კითხვას გისვამთ ყველას: ეს ე.წ. დემოკრატია რატომ არ ეხება ნაწამებ, ქონებაწართმეულ, შვილმოკლულ ადამიანებს? ალო, სადა ხართ? - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58