შეაჩერეთ თქვენი თანაპარტიელი მინისტრის სანათესაო! - ირმა ინაშვილი რესპუბლიკურ პარტიას მიმართავს

პარასკევი, 18 სექტემბერი, 2015 - 01:16

ვიმეორებ: გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ბადიაურელი ნათესაობა პირდაპირ ტერორზეა გადასული. მათ მხარს ადგილობრივი საკრებულოს თანამდებობის პირებიც უჭერენ, რომლებსაც კანონი ავალებს,- თანაბარი და ცივილური პირობები შექმნან ყველა კანდიდატისთვის! უნდა ვიფიქრო, რომ რესპუბლიკურ პარტიას ასე ესმის დასავლური ღირებულებები?! უტყუარ ინფორმაციას რომ არ ვფლობდე, მეორედ არ დავუბრუნდებოდი ამ თემას. მივმართავ რესპუბლიკურ პარტიას : შეაჩერეთ თქვენი თანაპარტიელი მინისტრის სანათესაო! საშუალება მომეცით თავისუფალ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა! ჩემს უკან არ დგას ადმინისტრაციული რესურსი... ჩემს უკან არ დგას ხელისუფლება! ჩემი ერთადერთი და მთავარი მოკავშირე ხალხია! დაანებონ თავი ამ ხალხს. ნუ აშინებენ იმით, რომ ინაშვილის მხარდაჭერის შემთხვევაში, მათ სოციალურ დახმარებებს მოუხსნიან! ვერ მოუხსნიან!!! საგარეჯოში გავიმარჯვებ და ყველა პასუხს აგებს, ვინც დღეს ყანდაურასა და ბადიაურში ზონდერ-ბრიგადებს დაარბენინებს. მინისტრ აგულაშვილს კი, მოვუწოდებ: წინ არ გადამეღობოს! გადავუვლი!!!, - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.4
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57