„რუსთავი 2"-თან დაკავშირებით პრემიერი ხელისუფლების რაიმე ფორმით მონაწილეობას გამორიცხავს

სამშაბათი, 18 აგვისტო, 2015 - 23:00

ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარე დავა, რომელიც უნდა გაგრძელდეს სასამართლოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2"-თან დაკავშირებული პროცესების კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ საკითხში ხელისუფლების რაიმე ფორმით მონაწილეობა, რომლის წარმოჩენასაც ოპონენტები ცდილობენ, გამორიცხულია.

„ჩვენთვის მთავარია, პროცესები აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართოს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.04
  • 3.39
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57