თუ ვინმეს აქვს სურვილი, წავიდეს ნიუ-იორკში ან სხვა ქალაქში, ეს მისი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა იქნება - პრემიერი პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით

სამშაბათი, 18 აგვისტო, 2015 - 20:17

თუ ვინმეს აქვს სურვილი, წავიდეს ნიუ-იორკში ან სხვა ქალაქში, ეს მისი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა იქნება; როცა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ყველგან წავალ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ში გამგზავრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სპეკულაციები ამ თემაზე, გაუგებარი და ქვეყნისა და ხალხისთვის შეურაცხმყოფელია.

„ჩვენ ყველას მოგვეთხოვება პასუხი ჩვენს ქმედებებზე. გაერო-ში, ნიუ-იორკშიც და ნებისმიერ სხვა ადგილას საქმის გასაკეთებლად მივდივარ და არა - სანახავად. პრემიერობამდე ხშირად მიმოგზაურია ნიუ-იორკში და ეს არ არის ჩემთვის განსაკუთრებული ვიზიტი, მაგრამ როცა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ყველგან წავალ. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, სხვა სპეკულაციებზე კომენტარის გაკეთება არ მსურს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სექტემბერში დაგეგმილ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თბილისიდან ორი დელეგაცია გაემგზავრება. დებატებზე სიტყვით წელსაც პრემიერ-მინისტრი გამოვა, პრეზიდენტი კი ლიტვის პირველი პირის მიწვევით ქალთა უფლებების შესახებ დაგეგმილ კონფერენციას დაესწრება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ორივე ვიზიტის მომზადებაზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.72
  • 3.05
  • 3.5
  • 0.04
  • 0.49
  • 1.6