ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, თბილისს ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები ეწვევიან

სამშაბათი, 11 აგვისტო, 2015 - 11:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, თბილისს დღეს ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები ეწვევიან. ტაავი რიივასი და ვიქტორ პონტა, ქართველ კოლეგასთან ერთად, „დინამო არენაზე“ UEFA-ს სუპერთასის მატჩს დაესწრებიან. მანამდე, საქართველოს მთავრობის მეთაური, ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.

UEFA-ს სუპერთასის მატჩი თბილისში დღეს 22:45 საათზე გაიმართება. „დინამო არენაზე“ ერთმანეთს „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58