შსს-ს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახები ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით ქობულეთში ისვენებენ

ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2015 - 10:50

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახები ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით და დაფინანსებით, 10 დღის განმავლობაში ქობულეთში უსასყიდლოდ ისვენებენ.

ჩერნოვეცკის ფონდის მიერ დაფინანსებულ საზაფხულო პროექტში 30 დაღუპული პოლიციელის 42 შვილი მონაწილეობს. დაღუპული პოლიციელების ოჯახები საზაფხულო პროექტის ფარგლებში ზღვის სანაპირო ზოლზე განთავსებულ სასტუმროებში ისვენებენ, სადაც მათი კომფორტული დასვენებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი.

საკურორტო ზონაში დასვენების პერიოდში ბავშვებისთვის მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, ბავშვებმა დაათვალიერეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გაისეირნეს კატარღით ზღვაში. ასევე პროექტის ორგანიზატორებმა მათ მოუწყვეს ექსკურსია ბათუმში, რომლის დროსაც ისინი ესტუმრნენ ბათუმის დელფინარიუმს. ამას გარდა პროექტში მონაწილე პატარებისთვის მოეწყო ანიმაციური გმირების შოუ და ანსამბლ „ქობულეთის“ კონცერტი.

ჩერნოვეცკის ფონდის ორგანიზებით და შსს-ს მხარდაჭერით სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახები ქობულეთში 31 ივლისამდე დაისვენებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57