მერლინ მონროს დაკარგული შიშველი ფოტოები გამოქვეყნდა

ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2015 - 15:19

აღმოჩენილი იქნა 22-წლის მერლინ მონროს შიშველი ფოტოები, რომლებიც 1949 წელსაა გადაღებული. The Daily Mail-ის ინფორმაციით, დამწყები მსახიობი დროებით სირთულეებს განიცდიდა, რის გამოც ფოტოგრაფ ტომ კელის შიშველ ფორმაში გადაღებებზე დათანხმდა, მან ფოტოსესიაში ჰონორარის სახით 50 დოლარი მიიღო.

როგორც ცნობილია, მსახიობი ამ ფაქტის დამალვას ცდილობდა, მისი თქმით,  „ღირსეული გოგონა შიშველი არ უნდა პოზირებდეს“.

„თქვენ უნდა დამპირდეთ, რომ არასდროს არავის ეტყვით, რომ მე თქვენთვის შიშველი ვპოზირებდი. ფოტოები ისე უნდა გამოაქვეყნოთ, რომ მე ამოუცნობი ვიყო.“-  იხსენებს ფოტოგრაფი მერლინ მონროს თხოვნას.

ტომ კელიმ ფოტოები 900 დოლარად კომპანია „Western Lithograph Company“-ის მიყიდა, რის შემდეგ 1951 წლის კალენდარში გამოქვეყნდა. თუმცა სურათების ალტერნატიული ვერსიის შექმნა გახდა საჭირო, რომელზეც მერლინს საცვლები ეცვა. 1952 წელს, როდესაც მსახიობმა პოპულარობას მიაღწია, პრესამ მისი პროვოკაციული ფოტოები აღმოაჩინა, დიდი სკანდალის თავიდან ასაცილებლად მერლინმა აღიარა, რომ ეს ფოტოები მართლაც მას ეკუთვნოდა. მსახიობმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი უსახსრობის გამო გადადგა. იგი საზოგადოებისაგან დაგმობას მოელოდა, თუმცა ამის შემდეგ ათასობით ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა.

1953 წელს ჰიუ ჰეფნერმა 500 დოლარად ფოტოების ლიცენზია შეიძინა და „Playboy“-ის პირველ ნომერში გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ფოტოების ორიგინალური ნეგატივები დღემდე დაკარგულად ითვლებოდა. ცოტახნის წინ ისინი „LimitedRuns“-ის გამოფენაზე იქნა აღმოჩენილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58