უჩვეულო ფოტოპროექტი „American Beauty“

პარასკევი, 24 ივლისი, 2015 - 14:42

ფოტოგრაფმა კერი ფრუტმა უჩვეულო ფოტოპროექტი, სახელწოდებით „American Beauty“, შექმნა. Bored Panda-ს ინფორმაციით მასში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ასაკისა და ფიზიკური მონაცემების მქონე ქალები, რომლებიც კამერის წინ სრულიად შიშველ ფორმაში, ყვავილების ფურცლების ფონზე, პოზირებდნენ.

„ეს ქალები დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ უკეთესი ცხოვრებისათვის საკმარისად კარგები არ არიან. მსგავსი პროექტი კი ხელს შეუწყობთ შიშისაგან თავის დაღწევაში.“- განაცხადეა ფოტოგრაფმა, „Huffpost“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ცნობილია, კერი ფრუტს პროექტის იდეა 1999 წლის ამავე სახელწოდების ფილმიდან გაუჩნდა, ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი კევინ სპეისი შუახნის ასაკის კრიზისს გადის და თავისი ქალიშვილის კლასელი უყვარდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.4
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57