სამიტი, რომელსაც საბერძნეთის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, გადაიდო

, 12 ივლისი, 2015 - 23:00

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, კვირას დაგეგმილი ევროსაბჭოს სამიტი, რომელზეც    ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის  ლიდერებს საბერძნეთთან დაკავშირებით  საბოლოო გადაწყვეტილება  უნდა მიეღოთ, გადაიდო. 

როგორც  ტუსკი Twitter-ზე წერს, ევროზონის  19 ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მაინც შედგება და მანამ  გაგრძელდება, სანამ "სანამ არ  დავასრულებთ მოლაპარაკებებს საბერძნეთთან".

ევროზონის ფინანსთა მინისტრები ახლა იმაზე მსჯელობენ, დაატოვებინონ საბერძნეთს ევროზონა, თუ აღმოუჩინონ  ფინანსური დახმარება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57