პრობაციის საკითხთა სამინისტროს ადვოკატები ევროკავშირის სამართლებრივ სისტემას გაეცნენ

ოთხშაბათი, 23 მარტი, 2011 - 08:56

სასჯელაღსრულების საკითხთა სამინისტროს ადვოკატები ევროკავშირის სამართლებრივ სისტემას, დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში' გამართულ სემინარზე გაეცნენ. ცნობილია, რომ აღნიშნული სემინარი, ევროკავშირის კანონის უზენაესობის ფარგლებში გაიმართა. სემინარს კერძო სექტორში მოღვაწე ადვოკატებიც დაესწრნენ. შეხვედრას მოსამართლე იურგენს დუბერსი უძღვებოდა. სემინარზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ევროკავშირის დაწესებულებები და ინსტიტუტები, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, კანონმდებლობა, ხელისუფლების გაყოფის პრინციპი, ხმის მიცემა და კენჭისყრა, ადამიანის უფლებები ევროკავშირში, ევროკავშირის სასამართლო, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობა სისხლის სამართლის საქმეებზე, ევროკავშირში გაწევრიანების სტანდარტები და წინაპირობები და სხვა. სემინარის მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოებიც შეასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი საზოგადოებრივი ადვოკატების სწავლების სფეროში იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58