თსუ-ს რექტორი განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 22 ივნისი, 2015 - 14:01

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"13 ივნისს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ქვეყანამ უდიდესი მორალური და მატერიალური ზარალი განიცადა. უბედურებამ მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრა. მოქალაქეთა მიერ ბოლო დღეებში გამოვლენილი თანაგრძნობა და თანადგომა იმედით გვავსებს. იმ იმედით, რომ ასეთი მოქალაქეობრივი პოზიციით ჩვენ ნებისმიერ სირთულეს გადავლახავთ. საქვეყნო საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ჩვენი დროის გმირებს - ლაშა იობაშვილს, ივანე მეურმიშვილს და უჩა რაზმაძეს, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორს ლევან ჯანაშიას, რომლებმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სტუდენტებს, მოხალისეებს, რომლებმაც გამოავლინეს მოქალაქეობრივი პოზიცია და შეუპოვრად მონაწილეობენ მდინარე ვერეს ხეობის გაწმენდით სამუშაოებში. გმადლობთ! სწორედ, ასეთი ადამიანების მხრებზე დგას სახელმწიფო!" - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57