ქართველი სამხედრო საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2015 - 18:24

ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ ერევანში ხელჩართული ბრძოლის  საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადის პირველი  კლასის რიგითმა გიორგი ლობჯანიძემ ფინალში ირანის ჩემპიონი ერფან  ებრაჰიმიანი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

გამარჯვებულ სამხედრო მოსამსახურეს დღეს თავდაცვის სამინისტროში  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე შეხვდა. გენერალ-მაიორმა ქართველ სამხედრო  მოსამსახურეს საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონობა პირადად მიულოცა და  წარმატებები უსურვა.

ტურნირში, რომელიც პროფესიონალთა შორის MMA წესებით მიმდინარეობდა,  ირანის, სომხეთის და რუსეთის გუნდებთან ერთად საქართველოს ნაკრებმაც  მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე 6  კაციანი შემადგენლობით იბრძოდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების  სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე  წარმატებით ასპარეზობენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.04
  • 3.39
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57