თუ ეს განცხადება სიმართლეს შეეფერება, ეს ნიშნავს, რომ დავით კოკისპირელმა სატრანსპორტო კოლაფსისათვის გაიმეტა ქალაქი - მამუკა გამყრელიძე

ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2015 - 01:03

მე ჩემი ყურით არ მომისმენია, მაგრამ ფეისბუკზე ვრცელდება თბილისის მერად წოდებულის განცხადება, რომ ე.წ. ახალი გზა ვერეს ხეობაში აღარ აღდგება.
თუ ეს განცხადება სიმართლეს შეეფერება, ეს ნიშნავს, რომ დავით კოკისპირელმა სატრანსპორტო კოლაპსისათვის გაიმეტა ქალაქი. მე პირადად დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ვსარგებლობდი ამ გზით, რომელიც მნიშვნელოვნად მიმოკლებდა გზასაც და დახარჯულ დროსაც. ამ გზის არაღდგენა გახლავთ ტიპიური მავნებლობა. ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული ასეთი ხარჯებიო. პოპულისტურ სოციალურ პროგრამებში რომ თხლიშეს ასეულობით მილიონი ლარი იმიტომაც აღარაფერი დარჩა ბიუჯეტში. 
გავიმეორებ, არ ვიცი რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია, მაგრამ თუ ეს ასეა, ნამდვილად საპროტესტო გამოსვლებია დასაწყები. ავტომობილისტებისაც და ფეხით მოსიარულეებისაც, რადგან ისინიც არანაკლებ შეწუხდებიან სამოქალაქო ტრანსპორტი რომ საცობში გაიჭედება ! - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6