პრემიერ-მინისტრი პორტუგალიელ კოლეგას რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2015 - 16:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პორტუგალიელ კოლეგას, პედრუ პასუშ კოელიოს პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. დარწმუნებული ვარ, ურთიერთგაგება და ნდობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება და გადაიზრდება გრძელვადიან პარტნიორობაში ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. კიდევ ერთხელ, გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, რომელიც ემსახურება პორტუგალიის რესპუბლიკაში მშვიდობის განმტკიცებას და პორტუგალიელი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფას", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59