საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ესპანეთს ეწვევა

ხუთშაბათი, 21 მაისი, 2015 - 11:52

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, 21-22 მაისს ესპანეთს ეწვევა.

ვიზიტის პირველ დღეს, დავით უსუფაშვილი და დელეგაციის წევრები შეხვედრებს ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტთან, ხესუს პოსადასთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ესპანეთის დელეგაციის თავმჯდომარესთან, სამთავრობო სახალხო პარტიის დეპუტატთან, ბეატრის როდრიგეს სალმონესთან და საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ევროკავშირის საკითხებში, ინიგო მენდეს ვიგოსთან გამართავენ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდება, აგრეთვე, ესპანეთის სენატის თავმჯდომარეს, პიო გარსია-ესკუდეროს და მადრიდში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილი ინტერვიუს მისცემს ადგილობრივი პრესის („El Mundo” და „ABC”) წარმომადგენლებს.

დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში, დავით უსუფაშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები - ზვიად კვაჭანტირაძე და ირაკლი ჩიქოვანი შედიან, ესპანეთში ვიზიტს 23 მაისს დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58