საგამოძიებო სამსახურმა საგზაო ბიტუმის იმპორტიორი საწარმოების ხელმძღვანელი დააკავა

ოთხშაბათი, 20 მაისი, 2015 - 13:02

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგზაო ბიტუმის იმპორტიორი საწარმოების ფაქტობრივი მფლობელი ლელა რაინდაშვილი დააკავა. ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა დანაშაულში თანამონაწილე 4 პირი - ნიკოლოზ ელიაშვილი, თამარ სალარიძე, იოსებ სალარიძე და გია ფროდიაშვილი.

გამოძებით დადგენილია, რომ ლელა რაინდაშვილმა დანაშაულში თანამონაწილე პირებზე დაარეგისტრირა რამდენიმე საწარმო, რომელთა მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა 858 844 ლარის საგზაო ბიტუმი. ბრალდებულებმა, ბოროტად გამოიყენეს საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებულ საშეღავათო პერიოდი და არ გადაიხადეს იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადი. აღნიშნული დანაშაულით ბიუჯეტს მიადგა 154 589 ლარის ზიანი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58