მამაცი კონსერვატორების ახალი თაობა ამერიკას სიდიადეს ისევ დაუბრუნებს - ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი

ორშაბათი, 23 მარტი, 2015 - 13:13

რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ 44 წლის ტეხასელმა სენატორმა Twitter-ზე დაწერა. 

 

"პრეზიდენტის პოსტზე ჩემს კანდიდატურას ვაყენებ და  ვიმედოვნებ, რომ თქვენი მხარდაჭერა მექნება!", - წერს კრუზი.

როგორც კრუზი აცხადებს, "მამაცი კონსერვატორების ახალი თაობა  ამერიკას სიდიადეს ისევ დაუბრუნებს".

ტედ კრუზმა  საკუთარ გეგმაზე დეტალურად დღეს ვირჯინიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს ილაპარაკებს.

ტედ კრუზი სენატში 2012 წელს აირჩიეს. 

კრუზის გარდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებად ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი,  ჯორჯ ბუშის ძმა ჯებ ბუში და ნიუ-ჯერსის გუბერნატორი კრისი კრისტი სახელდებიან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58