ანა დურიცკაიას ემუქრებიან

პარასკევი, 06 მარტი, 2015 - 17:02

უკრაინის გენერალური პროკურატურა ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა დაიცვას ბორის ნემცოვის მკვლელობის მთავარი მოწმე ანა დურიცკაია. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

 

როგორც პროკურატურა აცხადებს, უკრაინაში დაბრუნებულმა  უკრაინელმა მოდელმა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო დაცვის მოთხოვნით  განცხადებით მიმართა, სადაც აღნიშნავდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

 განცხადების მიხედვით, უკრაინაში, მშობლების საცხოვრებელ სახლში დაბრუნებულ ანა დურიცკაიას ტელეფონზე ურეკავენ და ემუქრებიან. ჯერჯერობით უწყება არ ასაჯაროებს, თუ რა სახის მუქარას აქვს ადგილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი 27 თებერვალს, პარასკევს საღამოს, მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს. რუსი პოლიტიკოსი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობის დროს მას მეგობარი გოგო, უკრაინელი მოდელი ანა დურიცკაია ახლდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59