კატაკლიზმები და დაპირისპირებები, ახალი აღმოჩენები - ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2015-სთვის

ორშაბათი, 08 დეკემბერი, 2014 - 23:36

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების მიხედვით, 2015 წელი კატაკლიზმების და დაპირისპირების წელი იქნება. ხანძრები, რომლებიც გაანადგურებს უამრავ ტყის მასივებს და მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, ჰაერის

 მნიშვნელოვან დაბინძურებას გამოიწვევს, რაც მოსახლეობას პრობლემებს შეუქმნის.

უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ნალექი გამოიწვევს ევროპის დატბორვას, ცუნამი დაემუქრება ავსტრალიას და ოკეანიის კუნძულებს, წლის ბოლოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი წყლის ქვეშ აღმოჩნდება.

მუსულმანები და ქრისტიანები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ყველაფერი იწყება თურქეთსა და ირანს შორის საომარი დაპირისპირებით. შეიქმნება საშიშროება მესამე მსოფლიო ომის დაწყებისა, თუმცა ჩინეთი შეძლებს კონფლიქტის თავიდან აცილებას. ომი იქნება ხანმოკლე და საბოლოოდ სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდება.

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების მიხედვით, მუსულმანებისა და ქრისტიანების დაპირისპირება და მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია, თუმცა მანამდე კიდევ ათწლეულები გავა.

ფინანსური კრიზისი მომავალ წელსაც გაგრძელდება, თუმცა უფრო მტკივნეული ამერიკისთვის იქნება, ვიდრე ევროპისთვის, შიმშილი მოიცავს აფრიკის ქვეყნებს.

ერთ-ერთი სახელმწიფოდან მის ხელმძღვანელს გააძევებენ, რაც შოკის მომგვრელი აღმოჩნდება სხვა ქვეყნების მმართველებისთვის. ბევრ სახელმწიფოში ხელისუფლება პატივისცემას და ნდობას დაკარგავს, გახშირდება მოქალაქეთა მხრიდან პროტესტი და როგორც არასდროს, მოხდება კანონების დარღვევა, სიტყვა "ანარქია" დაიწყებს დამკვიდრებას.

2015 წელს მიაგნებენ გზას ყველა ორგანოს კლონირებისთვის, ეს აღმოჩენა ქირურგიული მედიცინაში ახალ შესაძლებლობებს გააჩენს, კიდევ უფრო გამარტივდება ადამიანის ორგანოთა გადანერგვა და აღდგენის შესაძლებლობა. კაცობრიობა იაფი ელექტროენერგიის მიღების ხერხს მიაგნებს, სავარაუდოდ, მისი წყარო მზის ენერგია იქნება, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე და მის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს, წლის ბოლოს მსოფლიოს ბევრ ქალაქში მოსახლეობის სოციალური ცხოვრების დონე აიწევს.

დაიწყება წყალქვეშა სფეროების ათვისება ოკეანეებსა და ზღვებში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.03
  • 3.37
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57