ჰილარი კლინტონი თეთრ სახლში დაბრუნებას გეგმავს

ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2014 - 17:43

ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და თეთრ სახლში დაბრუნებას გეგმავს, -  იტყობინება Associated Press-ი.

 

 

გამოცემის თანახმად, კლინტონმა კვირას, 14 სექტემბერს, აიოვას შტატში დემოკრატთა პარტიის ყრილობაზე მინიშნება გააკეთა. "გამარჯობა, აიოვა, მე დავბრუნდი", - განაცხადა კლინტონმა. 

 როგორც გამოსვლისას ჰილარი კლინტონმა განაცხადა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპრეზიდენტი კამპანია.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი ბარაკ ობამას მთავარი კონკურენტი იყო, თუმცა საბოლოოდ დემოკრატების დიდმა ნაწილმა მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58