ქვეყნიერების აღსასრულამდე, პლანეტას უამრავი განსაცდელი ელის - ვანგას წინასწარმეტყველება

შაბათი, 22 მარტი, 2014 - 23:47

ბულგარელმა უსინათლო ნათელმხილველმა ვანგამ ქვეყნიერების დასასრული მაშინ ივარაუდა, როდესაც ადამიანები სამყაროს საზღვარს შეიცნობენ და მის გადალახვას შეეცდებიან. თუმცა მანამდე უამრავი განსაცდელი ელის პლანეტას და მოსახლეობას.

ვებ-გვერდი blacksea წლების მიხედვით ნათელმხილველის წინასწარმეტყველებას აქვეყნებს.

 

2014 წელს - ადამიანების უმეტესობა კანის სიმსივნითა და კანის სხვა დაავადებებით დაავადდება, რაც ქიმიური ომის შედეგი იქნება.

2016 - ევროპა თითქმის უკაცრიელი გახდება, თუმცა ამის მიზეზი დაკონკრეტებული არ არის.

2018 - მსოფლიო სახელმწიფო ლიდერად ჩინეთი იქცევა, ხოლო განვითარებადი ქვეყნები ექსპლუატირებულებიდან ექსპლუატატორებად გადაიქცევიან.

2023 - მცირედით შეიცვლება დედამიწის ორბიტა, თუმცა რა ხდება ამის მიზეზი, არც ესაა განმარტებული.

2025 - ევროპა ჯერ კიდევ მცირედ დასახლებულია.

2028 - შეიქმნება ენერგიის ახალი წყარო. ვენერასკენ სტარტს აიღებს პილოტირებული კოსმოსური ხომალდი.

2033 - პოლარული ყინულები დადნება. აიწევს მსოფლიო ოკეანეების დონე.

2043 - მსოფლიო ეკონომიკა ყვავის, ხოლო ევროპას მუსლიმები მართავენ.

2046 - მოხდება ნებისმიერი ორგანოს მიღება. ორგანოების შეცვლა მკურნალობის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი გახდება.

2066 - მუსლიმანურ რომზე თავდასხმის დროს, აშშ ახალი სახეობის იარაღს გამოიყენებს - კლიმატი მკვეთრად შეიცვლება და მკვეთრი აციება დაიწყება.

2076 - უკლასო საზოგადოება (კომუნიზმი).

2084 - ბუნების აღდგენა.

2088 - გაჩნდება ახალი დაავადება - დაბერება რამდენიმე წამში.

2097 - სწრაფი დაბერება დამარცხებულია.

2100 - ხელოვნური მზე დედამიწის ბნელ მხარეს გაანათებს.

2111 - ადამიანები კიბორგებად იქცევიან (ცოცხალ რობოტებად)

2123 - ომები მცირე სახელმწიფოებს შორის. ზესახელმწიფოები არ ერევიან.

2125 - უნგრეთში კოსმოსიდან სიგნალს მიიღებენ (ისევ ყველა გაიხსენებს ვანგას).

2130 - კოლონიები წყლის ქვეშ (უცხოპლანეტელთა რჩევების დახმარებით).

2164 - ცხოველებს ნახევრად ადამიანებად გადააქცევენ.

2167 - ახალი რელიგია.

2170 - დიდი გვალვა.

2183 - კოლონია, რომელიც მარსზე იქნება, ბირთვულ სახელმწიფოდ გადაიქცევა და დედამიწისგან დამოუკიდებლობას მოითხოვს (როგორც ერთ დროს - აშშ-მ მოითხოვა ინგლისისგან).

2187 - შესაძლებელი გახდება 2 დიდი ვულკანის ამოფრქვევის შეცერება.

2195 - ზღვის კოლონიები სრულად იქნებიან უზრუნველყოფილნი ენერგიითა და საკვებით.

2196 - სრული აღრევა აზიატებისა და ევროპელების.

2201 - მზეზე შენელდება თერმობირთვული პროცესები. დაიწყება აცივება.

2221 - არამიწიერი ცხოვრების ძიებაში კაცობრიობა შევა კონტაქტში, მაგრამ ეს იქნება საშინელება.

2256 - კოსმოსური ხომალდი დედამიწაზე ახალ საშინელ დაავადებას შემოიტანს.

2262 - თანდათანობით იცვლება პლანეტების ორბიტები. მარსს კომეტა ემუქრება.

2271 - ხელახლა გამოითვლება შეცვლილი ფიზიკური კონსტანტები.

2273 - გაჩნდება ახალი რასა, ყვითელი, თეთრი და შავი რასების აღრევით.

2279 - ენერგია არაფრიდან (როგორც ჩანს, ვაკუუმიდან ან შავი ხვრელებიდან).

2288 - დროში მოგზაურობა. ახალი კონტაქტები უცხოპლანეტელებთან.

2291 - მზე გრილდება. დაიწყენებ მცდელობებს მის ასანთებად.

2296 - მძლავრი აფეთქებები მზეზე. შეიცვლება მიზიდულობის ძალა. დაიწყებენ ცვენას ძველი კოსმოსური სადგურები და თანამგზავრები.

2299 - საფრანგეთში პარტიზანული მოძრაობა დაიწყება ისლამის წინააღმდეგ

2302 - აღმოჩენილი იქნება ახალი საიდუმლოებები და სამყაროს კანონები.

2304 - მთვარის საიდუმლო ცნობილი გახდება.

2341 - რაღაც საშინელი უახლოვდება დედამიწას კოსმოსიდან.

2354 - ერთ-ერთ ხელოვნურ მზეზე მომხდარი ავარია გვალვას გამოიწვევს.

2371 -დიდი შიმშილი .

2378 - ახალი, სწრაფად მზარდი რასა.

2480 - ერთმანეთს შეეჯახებს ორი ხელოვნური მზე, დედამიწა წყვდიადში აღმოჩნდება.

3005 - ომი მარსზე. დარღვეული პლანეტების ტრაექტორია.

3010 - კომეტა გადაუვლის მთვარეს. დედამიწა ქვებისა და მტვრის სარტყელში მოექცევა.

3797 - ამ დროისთვის დედამიწაზე ყველა დაიხოცება, თუმცა დედამიწელები შეძლებენ ახალი ცხოვრების დაწყებას სხვა ვარსკვლავურ სისტემაში.

3803 - ახალი პლანეტა ჯერ მცირერიცხვოვანია. არ არის კომუნიკაცია ადამიანებს შორის. ახალი პლანეტის კლიმატი გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე - ისინი განიცდიან მუტაციას.

3805 - ომი ადამიანებს შორის რესურსებზე. ნახევარზე მეტი ადამიანი კვდება.

3815 - ომის დასასრული.

3854 - ცივილიზაციის წინსვლა პრაქტიკულად შეწყვეტილია. ადამიანები მხეცებივით, ჯოგებად ცხოვრობენ..

3871 - ახალი წინასწარმეტყველი მორალურ ფასეულობებსა და რელიგიას დაუდებს საფუძველს..

3874 - ახალი მიმდინარეობა მოსახლეობის ყველა სეგმენტების მხარდაჭერას იღებს, საფუძველი ეყრება ახალ ეკლესიას.

3878 - უცხოპლანეტელები ეკლესიასთან ერთად, ხელახლა დაიწყებენ დავიწყებული მეცნიერებით ხალხის განათლებას.

4302 - პლანეტაზე ვითარდება ახალი ქალაქები. ეკლესიის ხელმძღვანელობა ხელს უწყობს ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განვითარებას.

4302 - ვითარდება მეცნიერება. მეცნიერთა აღმოჩენა შესაძლებელს გახდის ადამიანის ყველა დაავადებისა და ორგანიზმის განკურნებას.

4304 - ნაპოვნია საშუალება, ნებისმიერი დაავადების დამარცხების.

4308 - მუტაციის გამო, ადამიანი ბოლოს და ბოლოს, ტვინის 34%-ის ნაცვლად, მეტის გამოყენებას შეძლებს. აღარ იარსებებს ცნებები - ბოროტება და სიძულვილი.

4509 - ღმერთთან გაცნობა. ადამიანი საბოლოოდ მიაღწევს განვითარების იმ დონეს, რომ ღმერთს დაუკავშირდება.

4599 - ადამიანები უკვდავებას შეიძენენ.

4674 -ცივილიზაციის განვითარება პიკს აღწევს. სხვადასხვა პლანეტაზე მცხოვრები ხალხი დაახლოებით 340 მილიარდს შეადგენს. იწყება ასიმილაცია უცხოპლანეტელებთან.

5076 - მიგნებულია სამყაროს საზღვრები. მის მიღმა რა არის, არავინ იცის.

5078 - მიღებულია გადაწყვეტილება, გადალახონ სამყაროს საზღვარი, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი ამის წინააღმდეგია.

5079 - სამყაროს დასასრული

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.03
  • 3.37
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57