მარსზე გასამგზავრებლად ამ ეტაპზე 1000 მოხალისე შეირჩა

ხუთშაბათი, 02 იანვარი, 2014 - 23:03

ნიდერლანდებში, პლანეტა მარსზე  გასაფრენად და იქ მუდმივად დასარჩენად 1000-ზე მეტი  მსურველი შეარჩიეს, თუმცა მათგან კოსმოსში მხოლოდ 24 გაფრინდება.  ექსპედიციის ორგანიზატორების სახელზე   200.000-ზე მეტი   განაცხადი შევიდა,

საწყის ეტაპზე მათგან მხოლოდ ნახევარი შეირჩა, რომლებიც  მთელ რიგ ტესტებს გაივლიან, რის შემდეგ 24 ადამიანი საბოლოოდ გაფრინდება მარსზე და იქ დარჩება საცხოვრებლად. 

პროექტი "მარსი ერთი" ( "Mars One" )  2011 წელს, ორი ჰოლანდიელის ინიციატივით  დაიწყო, რომელიც 2025 წელს მარსზე მუდმივი კოლონიის შექმნას ითვალისწინებს.  

კანდიდატების შერჩევისა და მომზადების პროცესი, ინვესტორების მოზიდვის მიზნით, ეთერში "რეალითი შოუს" სახით გავა.

მოხალისეთა  სიაში  დაახლოებით 300 ამერიკელი, 75 კანადელი და 62 ინდიელი აღმოჩნდა. მათგან ასი ამ ეტაპზე ფიზიკური და გონებრივი მაჩვენებლების მიხედვით შეირჩნენ.  

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58