პროკურატურამ საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 - 13:36

პროკურატურამ პროცედურულ ნაწილში დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა. ჩემი დაკავება არაუფლებამოსილი პირის მიერ მოხდა, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან  ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებისას.

როგორც კახეთის გუბერნატორი აცხადებს, მას სიცოცხლის ბოლომდე აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი და მისი დაკავება პროკურატურას არ უნდა მოეხდინა.

ჭიაბერაშვილი მისი და მერაბიშვილის დაკავებას აბსურდულს უწოდებს და წმინდა პოლიტიკურ დევნად აფასებს.

ზურაბ ჭუაბერაშვილმა ციხე 20 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დღეს დატოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გუშინ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილს კი 20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ქუთაისიდან თბილისში გვიან ღამით ეგრეთწოდებულ მატროსოვის ციხეში გადმოიყვანეს.

მომდევნო სასამართლო პროცესი 15 ივლისს გაიმართება.

დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58