ირაკლი ალასანია ლატვიელ კოლეგას შეხვდა

ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 - 13:11

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბალტიისპირეთის ქვეყნებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ლატვიელ კოლეგასთან არტის პაბრიკსთან გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ ლატვიელ კოლეგას საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ლატვიელი დამკვირვებლების მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. ირაკლი ალასანიამ არტის პაბრიკს საქართველოსთავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მინისტრებმა რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ავღანეთის საერთაშორისო მისიის მნიშვნელობასა და პოსტ-IშAF-ის პერიოდზე, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ლატვიის მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ლატვიის რესპუბლიკის სეიმს ეწვივნენ და თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარესთან აინარს ლატკოვსკისთან გამართეს შეხვედრა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემიაშიც იმყოფებოდა. სამხედრო სასწავლებლის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ეგილს ლესჩინსკისმა სტუმრებს აკადემიისა და ენის სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და „სამხედრო განათლებისა და ინდივიდუალური პროგრამების შესახებ“ პრეზენტაცია წარუდგინა.

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტს 25 მაისს დაასრულებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59