სამღვდელოება, რიგითი მოქალაქე, მინისტრი თუ პრემიერ-მინისტრი - კანონის წინაშე ყველა თანასწორია

ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 - 12:38

ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ევროკავშირის სახლში, ლატვიის სეიმის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვალდის ზატლერსთან ერთან საჯარო განხილვაში მიიღო მონაწილეობა. განხილვის თემები საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, ნატოში ინტეგრაციასა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებს შეეხებოდა. თავდაცვის მინისტრმა საჯარო განხილვაში მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებიც გააცნო.

ევროკავშირის სახლში შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს დისკუსიაში მონაწილეებმა თბილისში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე და მასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისა და ეკლესიის პოზიციაზე დაუსვეს შეკითხვები.

„პატრიარქი გმობს ძალადობას. ამ მოვლენების დროს ის საქართველოში არ იმყოფებოდა. ეს საკითხი სენსიტიურია ყველაზე ლიბერალურ დემოკრატიებშიც კი. ამ საკითხის მიმართ შეიძლება ორი უკიდურესი დამოკიდებულება არსებობდეს. თუმცა, როცა საქმე ეხება ძალადობას, ეს არა მარტო უნდა დავგმოთ, არამედ მისმა ჩამდენმა პასუხიც უნდა აგოს. პატრიარქმა სწორედ ეს განაცხადა საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ის ქვეყანაში ძალიან პოპულარულია და არაერთხელ გაუერთიანებია ჩვენი საზოგადოება. ვფიქრობ, რომ თავის მხრივ პატრიარქი პასუხისმგებლობას გრძნობს ქართველი ხალხის წინაშე. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი 96-97% ხომ სწორედ ეკლესიას ენდობა, რადგან მას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. პატრიარქს მხოლოდ პოზიტიური როლი შეუძლია ითამაშოს ამ პროცესებში. რა თქმა უნდა, დემონსტრაციაზე სამღვდელოების წარმომდგენლებიც იმყოფებოდნენ, რომელთა ქცევაც ზღვარს გადავიდა და ეს ტელევიზიებითაც გადაიცა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია - სამღვდელოება, რიგითი მოქალაქე, მინისტრი თუ პრემიერ მინისტრი. კანონი განურჩევლად ყველას ეხება“,  - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58