ზურაბ ჭიაბერაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა

ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 - 12:28

კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულება გირაოს - 20 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვა. სავარაუდოდ, იგი კახეთში გაემგზავრება და თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გუშინ  საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილს კი 20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი სასამართლოდან ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს. 

მომდევნო სასამართლო პროცესი 15 ივლისს გაიმართება.

დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58