სამხედრო ბაზის გენერალს ცოლის ღალატის გამო თანამდებობა დაატოვებინეს

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 18:55

 ფორტ ჯექსონის სამხედრო ბაზის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბრაიან რობერტსი ცოლის ღალატში დაადანაშაულეს. გენერალი იმ ბაზაში მსახურობდა, სადაც ამერიკის სამხედრო სამსახურისთვის მომზადებას ქალების მესამედი გადიოდა.

გენერალი რობერტსი ერთ-ერთ ქალთან ახლო ურთიერთობაში დაადანაშაულეს. მას ბრალად ასევე აღნიშნული ქალისათვის ფიზიკური ზიანის მიყენებაშიც ედება, რის გამოც ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ბოლო დროს, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებში გახშირდა სექსუალურ ნიადაგზე მომხდარი დანაშაულობები.  17 მაისს სამსახურიდან ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს, რომელსაც ბრალად ყოფილი მეუღლის მუქარა ედებოდა. მანამდე კი მსგავსი ბრალდებით პენტაგონიდან ვიცე-პოლკოვნიკი გაათავისუფლეს.

პენტაგონის ანგარიშის მიხედვით, რომელიც  მაისის დასაწყისში გამოქვეყნდა, 2012 წელს მსგავსი სახის დანაშაულის ზრდამ აშშ-ში 6% შეადგინა. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58