"დროა" მთავრობისგან საჯარო აღიარებას მოითხოვს, რაში სჭირდება მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავება

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 18:24

ახალ მთავრობას ურჩევნია დაუსაქმებლობის პრობლემას მიხედოს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი კავშირის "დროა"-ს თავმჯდომარემ, ნუგზარ ალავიძემ პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნუგზარ ალავიძის თქმით, მათი ორგანიზაცია აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და თვლიან. რომ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავება მხოლოდ პოლიტიკურადაა მოტივირებული.

"ხელისუფლება ამაზე ყურადღებას ვერ გადაიტანს და სჯობს სპეკულაციებს მოეშვას და დასაქმების პრობლემის მოგვარებას მიხედოს, რაც მთავარი საზოგადოებისათვის. ივანე მერაბიშვილის ბრალეულობაში არ შეიძლება ჩაიწეროს საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენა მისი მინისტრობის პერიოდში და სხვა მსგავსი ბრალდებები. ასევე, ბრალეულობაში არ არის ნახსენები გირგვლიანის მკვლელობის საქმე, რაც იყო გახმაურებული. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა საჯაროდ აღიაროს მთავრობამ, თუ რაში ჭირდება მთავრობას ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის დაკავება"-განაცხადა ნუგზარ ალავიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58