"რუსთავი 2" ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლოს ტრანსლაციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 18:29

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის აღკვეთი ღონისძიების განმხილველი სასამართლო სხდომის ტრანსლაციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს:

"გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-მა" საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის აღკვეთი ღონისძიების განმხილველი სასამართლო სხდომის ტრანსლაციის თაობაზე.

 საზოგადოებას შევახსენებთ რომ, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ბოლო დროს შესული ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ტრანსლაცია (მე-13 პრიმა მუხლის მეორე ნაწილი), ხოლო მის მიერ ამ უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში,ეს უფლება ენიჭება საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირს, სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისთვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე.

 მოცემულ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელმა უარი თქვა სხდომის ტრანსლაციაზე და "რუსთავი 2-მა", როგორც საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირმა, გამოიყენა ეს შესაძლებლობა და საზოგადებრივი მაუწყებლის თანხმობითა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გეგმავდა პირდაპირი ტრანსლაციის განხორციელებას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას, რის თაობაზეც კანონით დადგენილი წესით წერილობით ვაცნობეთ სასამართლოს. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ "რუსთავი 2" ერთადერთი მაუწყებელია, რომელმაც ამ თხოვნით მიმართა სასამართლოს.

 სამწუხაროდ, სასამართლოსგან მივიღეთ დაუსაბუთებელი და უკანონო უარი, რითიც შეიზღუდა როგორც ორგანული კანონით და კონსტიტუციით გარანტირებული ჩვენი უფლება შეუფერხებლად მივიღოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია, ასევე უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას", - ნათქვამია სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58