ანჯელინა ჯოლის იმიჯის საიდუმლოება

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 18:07

ანჯელინა ჯოლის სილამაზე მთელ მსოფლიოშია ცნობილი. მისი იმიჯის საიდუმლოება კი ვარჯიშსა და  იოგით დაკავებითაა განპირობებული. ფერების მიმართ ანჯელინა ჯოლი მინიმალიზმის მკაცრ პოლიტიკას ინარჩუნებს და ყოველთვის შავ, ან ხორცისფერ ლაკონიურ სამოსს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, მის გარდერობში მრავალი მელნისფერი, ცისფერი და წითელი ტანსაცმელია.

ანჯელინა ბუნებრივ თმას ანიჭებს უპირატესობას და თუ იღებავს, ყოველთვის ნატურალურ ფერებს არჩევს, ან სპეციალურად მუქი ფერის თმისთვის შექმნილ შამპუნებს ხმარობს.

მსახიობის ვიზაჟისტები მაკიაჟის კეთების დროს ცდილობენ, რომ მსახიობის ტუჩები ნაკლებად თვალშისაცემი იყოს. ამის გამო, ყველაზე ხშირად მას ნეიტრალური ტონალობის გამჭვირვალე ტუჩსაცხი უსვია.

ვარსკვლავი დეკორატიულ კოსმეტიკას მინიმალურად იყენებს და ისეთ საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც კანის ფორებს ნაკლებად აზიანებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59