ბათუმის მერიის თანამშრომლები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 17:47

ბათუმის მერიის თანამშრომლები ტარიელ მახარაძე, ნოდარ მამულაძე და რამაზ დევაძე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა, პროკურორები კი აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდნენ.

როგორც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაცხადა, დაკავებისას სისხლის  სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლი დაირღვა, კერძოდ, მოსამართლის განმარტებით, პირის დასაკავებლად პროკურატურას სასამართლოსთვის შუამდგომლობით უნდა მიემართა და განჩინება მოეპოვებინა, რაც პროკურატურას არ გაუკეთებია.

მერიის თანამშრომლებს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ჩადენაში ედავება. საჯარო მოხელეებთან ერთად დაკავებულები არიან იმ შპს-ის თანამშრომლები, რომლებმაც ბათუმში ველობილიკები გააკეთეს. ადვოკატები  ბრალდებულების დაკავებისას პროცესუალურ დაღვევებზე საუბრობენ.

 არც ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.  

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.02
  • 3.36
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57