საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იაპონიაში შეხვედრები გამართა

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 17:32

იაპონიაში სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრები გამართა იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიების მინისტრებთან.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ნაყოფიერ ხალხთაშორის და კულტურულ ურთიერთობებს და დაისახა ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები. ქართულმა მხარემ იაპონური თეატრის, კაბუკის დასი მოიწვია 2013 წლის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილ ყოველწლიურ თეატრალურ ფესტივალზე.

ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძემ ასევე შეხვედრა გამართა იაპონიაში აკრედიტებულ ოკეანეთის ქვეყნების - ფიჯის, მარშალის კუნძულების, პაპუა ახალი გვინეას, პალაუს, სამოას და ტონგას წარმომადგენლებთან. ქართულმა დელეგაციამ მოინახულა Panasonic-ის ინოვაციების ცენტრი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58