ხელოვნების სასახლეში სოფიკო ჭიაურელის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 14:43

ხელოვნების სასახლეში სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 76 წლის იუბილე აღნიშნეს. მუზეუმის ეზოში მსახიობის მიერ შესრულებული ფილმებისა და სპეკტაკლების ამსახველი 76 ფოტო გამოფინეს.

საღამოზე ალბომის პრეზენტაციაც შედგა. ღონისძიება პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" მხარდაჭერით განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ სოფიკო ჭიაურელი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 2008 წლის 2 მარტს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სოფიკო ჭიაურელი დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის-კოტე მახარაძის გვერდით. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.02
  • 3.36
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57