მთავრობა მოძალადეების დასჯის ნაცვლად, პოლიტიკურ ოპონენტებს ანადგურებს - გიგა ბოკერია

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 14:24

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას უწოდებს. ამ საკითხზე კომენტარი უშიშროების საბჭოს მდივანმა ამერიკაში გააკეთა.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ მოძალადეები დასაჯოს, პირიქით, პოლიტიკურ ოპონენტებს ანადგურებს.

"ძალიან სახიფათო ვითარებაა საქართველოსთვის და მე მჯერა, რომ ქართული საზოგადოება არ დაუშვებს იმ ამოცანის შესრულებას, რაც აქვს ჩვენს მთავრობას. პრემიერს არაერთხელ უთქვამს საჯაროდ, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გააგრძელებენ მის და მთავრობის კრიტიკას, რაც ოპოზიციის ნორმალური და ლეგიტიმური საქმეა, გააგრძელებენ დაჭერებს და ამას აკეთებს. მან ასევე არაერთხელ თქვა, რომ სხვანაირი ოპოზიცია სურს, ბურჯანაძისნაირი", -  განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58