წიგნის ოთხდღიანი საიუბილეო ბაზრობა 23-26 მაისს გაიმართება

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 12:48

წიგნის ოთხდღიანი საიუბილეო ბაზრობა წელს, 23-26 მაისს ”ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ჩატარდება და მასში 66 გამომცემლობა, წიგნის გამავრცელებელი კომპანია, წიგნის მაღაზია და საერთშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალი იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალის გახსნა და კატალოგის პრეზენტაცია შედგება 23 მაისს 19:00 საათზე მწერლის სახლში. გარდა იმისა, რომ ფესტივლის ფარგლებში,”ექსპო ჯორჯიას” პავილიონში გაიმართება წიგნის პრეზენტაციები და მწერალთა კითხვები, როგორც მთავარ სცენაზე, ისე გამომცემლობების სტენდებთან, ღონისძიებები ასევე ჩატარდება ქალაქის მასშტაბით:

23 მაისს 20:00 საათზე ლიტერატურული პორტალის librivivi.ge-ს პრეზენტაცია კაფე “ლიგამუსში”;

25 მაისს 19:00 საათზე ქალ მწერალთა ანთოლოგიის “შავი ავაზა” პრეზენტაცია მწერლის სახლში;

26 მაისს 18:00 საათზე ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სხვ.

ფესტივალი დაიხურება 26 მაისს 21 საათზე “პოეზიის ღამით”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე ქართველი პოეტები. სულ ფესტივალის ფარგლებში 50-მდე ლიტერატურული ღონისძიება გაიმართება.

თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალი 1998 წლიდან იმართება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58