პრეზიდენტმა ლგბტ-ს აქციის გამართვის მართებულობის დაგმობით და დაღუპული ჯარისკაცებით სპეკულირება დაიწყო

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 12:32

ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის განცხადებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კატასტროფულად დაქვეითებული პოლიტიკური რეიტინგის ასამაღლებლად ავღანეთში 3 ქართველი დაღუპული ჯარისკაცის ფაქტით სპეკულირება დაიწყო და ლგბტ-ს აქვიის გამართვის მართებულობა დაგმო, როცა ნაციონალური მოძრაობის წევრები მაქსიმალურ მხარდაჭერას უწევედნენ სექსუალური უმცირესობების პროპაგანდას.

"დღეს მიხეილ სააკაშვილმა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ეჭვი შეიტანა ლგბტ აქტივისტების მიერ 17 მაისს გასამართი აქციის მართებულობაში, შეეცადა რა სპეკულირება მოახდინა ავღანეთში 3 ქართველი დაღუპული ჯარისკაცის ფაქტით. აღნიშნული განცხადება პირდაპირ შეიძლება შეფასდეს, როგორც პოპულიზმის აშკარა გამოვლინება, რათა მის მიმართ ნეგატიურად განწყობილი მოსახლეობის აბსოსოლუტურ უმრავლესობაში კეთილგანწყობა მოეპოვებინა კონკრეტული ფაქტის შეფასებისას.

აღნიშნული მოსაზრების სიყალბეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სწორად ნაციონალური მოძრაობის წევრები უწევედნენ მაქსიმალურ მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობების პროპაგანდას. არსებობს გონივრული ეჭვი იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი 17 მაისს. თუმცა მას შემდგომ, რაც ნათელი გახდა ქართული საზოგაოდების დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ, მიხეილ სააკაშვილმა კატასტროფულად დაქვეითებული პოლიტიკური რეიტინგის ამაღლება სცადა, თუმცა მის ამ განცხადებას სავალალო შედეგი ექნება. ის რამეთუ ვერ ჩაიწერს პოლიტიკურ ქულებს თავის აქტივში, არამედ თავისი მცირერიცხოვანი მხარდამჭერების უკმაყოფილებასაც გამოიწვევს, რაც შეიძლება სრული ფიასკოთი დამთავრდეს", - ნათქვამია ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58