აჭარაში ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ღონისძიებას გამართავს

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 20:42

აჭარის მთავრობის შენობაში 22 მაისს, 14:00 საათზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი და დირექტორის მოადგილე მურმან პატარაია საგანმანათლებლო ღონისძიებას დაესწრებიან.

„ერთი დღე საჯარო სამსახურში“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ფონდის პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული და აჭარის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ღონისძიების ფარგლებში ასამდე ახალგაზრდა – ხულოსა და შუახევში მცხოვრები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები – 1 დღით სახელმწიფო სტრუქტურის მუშაობაში ჩაერთვებიან და სახელმწიფო მოხელეებს შეხვდებიან.

პროექტის ორგანიზატორია ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი“.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58