ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა მიმდინარეობს

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 18:02

ამ წუთებში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაცია "ჯეონისუს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა დაუდასტურა.

თბილისში მდებარე ვანო მერაბიშვილის საცხოვრებელ სახლში მედიის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ მიეცათ, თუმცა შენობაში უმცირესობის წევრები იმყოფებოდნენ, რომელთა განცხადებითაც ბინის ჩხრეკას მერაბიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრებიც ესწრებიან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58