ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 17:31

ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს წინასწარი დაკავების იზოლატორში უახლოეს საათში გადაიყვანენ. ამ წუთებში ქუთაისის საოლქო პროკურატურასთან მობილიზებული როგორც საპატრულო, ისე კრიმინალური პოლიცია.

პროკურატურა ქუთაისის სასამართლოს დაკავებულთა მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, უახლოეს 48 საათში მიმართავს.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოძიებამ დღეს, ქუთაისის საოლქო პროკურატურაში 3-საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.08
  • 3.53
  • 0.04
  • 0.49
  • 1.61