დავით ნარმანია იაპონიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 14:11

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დღეს იაპონიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ჰიროკი ტოკუნაგას შეხვდა.

მინისტრმა და დიპლომატმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ურთიერთობის გაღრმავებასაც შეეხო. როგორც იაპონიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, აღნიშნული სააგენტოს ორგანიზებით, 14 ივნისს საქართველოში ჩატარდება სემინარი, რომელზეც JICA-ს მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილი პროექტები იქნება განხილული. დიპლომატმა მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები აღნიშნულ სემინარზე მიიწვია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.02
  • 3.36
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57