ზაზა გაბუნია საკრებულოს წევრებს დასუფთავების ტარიფის დადგენისთვის კონსულტაციებისკენ მოუწოდებს

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 14:06

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, აუცილებელია საკრებულოში დასუფთავების ტარიფთან დაკავშირებით 1 ივნისამდე არსებობდეს შეთანხმება ტარიფის ოდენობასთან დაკავშირებით.

ზაზა გაბუნიას თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ “დედაქალაქის შესახებ” და “ადგილობრივი მოსაკრებელის შესახებ” კანონებში შესული ცვლილებები ძალაში სწორედ 1 ივნისს შედის და ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს ტარიფის კონკრეტულ ოდენობასთან ერთად.

“ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” გამოვთქვამთ მზადყოფნას დავიწყოთ კონსულტაციები, რომლის შედეგი იქნება მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ტარიფის დადგენა, ასევე სოციალურად დაუცველთათვის შესაბამისი საშეღავათო ტარიფის შეთავაზება და იურიდიული პირებისათვის გადასახადის განსაზღვრა”, -  განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, მისი ფრაქცია დასუფთავების ტარიფის ერთი ლარი და ორმოცდაათი თეთრით (1.50) განსაზღვრას დაუჭერს მხარს და  ტარიფის ამ სახით განსაზღვრის შემთხვევაში, ერთის მხრივ, მოქალაქე გადახდელუნარიანი იქნება და, მეორეს მხრივ, იძლევა საშუალებას სრულად იქნას შენარჩუნებული ამ სფეროში სერვისის და მომსახურების ხარისხი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.02
  • 3.36
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57