კახა კალაძემ წინარეხში მიმდინარე გამრიცხველიანების სამუშაოები დაათვალიერა

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 14:00

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად, კასპის რაიონის სოფელ წინარეხში მიმდინარე გამრიცხველიანების სამუშაოები მოინახულა.

კომპანია სოფლის ელექტროგამანაწილებელ ქსელს მოაწესრიგებს და სოფელ წინარეხში მცხოვრებ 332 აბონენტს ინდივიდუალურ მრიცხველს დაუმონტაჟებს.

კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯია“ მიმდინარე წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინდივიდუალურ მრიცხველს 50 ათასამდე აბონენტს დაუმონტაჟებს, გამრიცხველიანების სამუშაოები აქტიურ ფაზაში 1 მაისიდან შევიდა. შემდგომი ორი წლის განმავლობაში დაგეგმილია დამატებით 140 ათასი აბონენტის გამრიცხველიანება.

ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს. პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი იზოლირებული სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58