საქართველოს რესპუბლიკური პარტია დღეს საზეიმო მიღებას მართავს

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 11:56

საქართველოს რესპუბლიკური პარტია დღეს, 21 მაისს საზეიმო მიღებას გამართავს, რომელიც  საქართველოს რესპუბლიკური პარტიის 35 წლის იუბილეს და პარტიის გაწევრიანებას "ლიბერალ ინტერნაციონალში" ეძღვნება.

ღონისძიება გაიმართება 21 მაისს, საღამოს 7 საათზე, "შერატონ მეტეხი პალასის" მე-10 სართულზე.

ღონისძიებას დაესწრებიან პარტიის ლიდერები, ეროვნული კომიტეტის წევრები, დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

მანამდე ახალგაზრდა რესპუბლიკელების ორგანიზებითა და ინიციატივით, დღესვე, 16:00 საათზე, საქართველოს ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, რესპუბლიკური პარტიის 35 წლის იუბილეს აღსანინავი ფოტო გამოფენა მოეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 35 ფოტო, რომელიც სიმბოლურად ასახავს იმ მნიშვნელოვან პერიოდებსა და ეტაპებს, რომლებიც პარტიამ არსებობის 35 წლის განმავლობაში გაიარა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58