ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 11:16

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს, იმერეთის სამხარეო პროკურატურაში დაკითხვაზე არიან დაბარებული.

დაკითხვაზე ვანო მერაბიშვილი თორმეტი საათისთვის, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილი 14 საათზეა დაბარებული.

გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნულ პირებს შესაბამისი უწყება უკვე გაუგზავნა. მთავარი პროკურატურის მიერ წარდგენილი უწყების მიხედვით, დაკითხვა სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამას შეეხება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58